ჩვენ შესახებ

ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის საჭირო ყველა სერვისი - ერთ გუნდში




ონლაინ მაღაზია სისტემაა არა უბრალოდ ვებგვერდი

 

ჩვენთვის ონლაინ მაღაზია არ არის უბრალოდ ვებგვერდი – ის სისტემაა, რომელიც მომხმარებელს მოგიყვანთ და, რაც მთავარია, ისევ და ისევ დააბრუნებს. ამიტომ ჩვენი მუშაობა ორ ეტაპად იყოფა: ჯერ ვაშენებთ ონლაინ მაღაზიას, რომელიც მოწინავე პოზიციებს იკავებს როგორც საძიებო სისტემებში (SEO), ისე AI პლატფორმებზე, და ვუშვებთ რეკლამებს ზუსტად იქ, სადაც თქვენი მომხმარებელია – შემდეგ კი ვქმნით ციფრული ზრდის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განმეორებით შესყიდვებს და გრძელვადიან შემოსავალს.


ჩვენი ღირებულებები

შედეგზე პასუხისმგებლობა

არ გვაქვს "ვნახოთ, რა გამოვა" მიდგომა. ვაფიქსირებთ კონკრეტულ მოსალოდნელ შედეგებს საწყისივე ეტაპზე და ვზომავთ საკუთარ თავს იმით, თუ როგორ ვასრულებთ დანაპირებს.

არ გთხოვთ დაიჯერო გაჩვენებთ, სანამ გადაწყვეტ

30 წუთიანი კონსულტაციიდან გატანთ 3 კონკრეტულ რეკომენდაციას, რომლის გამოყენებაც შეგიძლია ჩვენთან მუშაობის გარეშეც.

ვიწყებთ მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით რომ დაგეხმარებით

თუ ვერ დაგეხმარებით - ამას პირველივე საუბრისას გეტყვით, რადგან უშედეგო მუშაობა არც შენთვისაა წარმატება და არც ჩვენთვის.

ციფრი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს

ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტრიკაა - გაიზარდა თუ არა შენი გაყიდვები. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ ციფრებია, რომლებსაც აზრი არ აქვთ.